თავში

რა ნიშნით ინიშნებიან, რის გამო თავისუფლდებიან? - ხაზარაძე

რა ნიშნით ინიშნებიან, რის გამო თავისუფლდებიან? - ხაზარაძე
რა ნიშნით ინიშნებიან, რის გამო თავისუფლდებიან? - ხაზარაძე

რა ნიშნით ინიშნებიან, რის გამო თავისუფლდებიან? - ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლების გემო დავიწყებულია, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც კახა კუჭავას მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.

"5 პრემიერი, 5 პარლამენტის თავმჯდომერე 9 წელიწადში. რა სტაბილურობაზეა საუბარი, რა საგარეო ურთიერთობაზე, რა ეკონომიკურ პროგრამებზე, რა ინვესტიციაზე და რა სამუშაო ადგილებზე? რა ნიშნით ინიშნებიან, რის გამო თავისუფლდებიან? სად არის პროგრამა, სად არის ანგარიში? სად არის პასუხისმგებლობა? არაფერი ასეთი! ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლების გემო დავიწყებულია, რომელშიც ხმები იყიდება, რომელშიც სამართლიანი მართლმსაჯულება არ არსებობს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება დუმს, რომელშიც ქვეყნის თითქმის ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია ერთი კაცის მიერ... ბრძოლა გრძელდება! ბრძოლა ამ მარაზმის დასამთავრებლად და ნამდვილი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად", - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system