თავში

რა საკითხებზე მსჯელობს "ლეიბორისტების" ოფისში ოპოზიცია

რა საკითხებზე მსჯელობს "ლეიბორისტების" ოფისში ოპოზიცია
რა საკითხებზე მსჯელობს ლეიბორისტების ოფისში ოპოზიცია

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა იმართება. პარტიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდამდე შიდა კონსულტაციებს გადიან. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, საერთო გადაწყვეტილებით ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს და ეს პოზიცია უცვლელია. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ის მოლაპარაკებებია, რომელიც მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.

"ოპოზიცია მეორე ტურში არ იღებს მონაწილეობას, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. მართლაც, სირცხვილია, იმ ფონზე, როგორც არჩევნები ჩატარდა, მეორე ტურები გაიმართოს. ვისთვის მართავენ, არ ვიცი, საკუთარი თავისთვის, ალბათ.

რაც შეეხება დღევანდელ კონსულტაციებს, ჩვენ ვიმსჯელებთ იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს მოლაპარაკებები იქნება,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system