თავში

რა შედეგით დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა

რა შედეგით დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა
რა შედეგით დასრულდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმებაზე ვერ ისაუბრებენ ვიდრე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეშია.

"ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადებას. ეს წინადადება არის ის, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც მოლაპარაკებები და შეხვედრები დასრულდება და საბოლოო პოზიცია გვეცოდინება",- აცხადებს უდუმაშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

დღეს, 19 აპრილს კი, საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ პირობით შეიწყალებს, თუ პარტიები შეთანხმდებიან და ოპოზიცია პარლამენტში შევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system