თავში

რა შემთხვევაში გამოვა ნიკა მელია საპატიმროდან

რა შემთხვევაში გამოვა ნიკა მელია საპატიმროდან
რა შემთხვევაში გამოვა ნიკა მელია საპატიმროდან

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და პარტიის წევრების განცხადებით, ნიკა მელია საპატიმროდან გირაოთი იმ შემთხვევაში გამოვა, თუ პარლამენტი "ქართული ოცნების" მხრიდან ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს არ მიიღებს.

პარტიის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ევროკავშირს მხრიდან გირაოსთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ.

"ნიკა მელიასა და ჩვენი პოზიციაც არის ის რომ ეს ბარბაროსული კანონი, რომელიც  დაარეგისტრირა "ქართულმა ოცნებამ", უნდა გამოიწვიონ და ამ შემთხვევაში ნიკა მელია გამოვა ევროკავშირის გირაოთი, ამ საკითხის იურიდიული მხარე არის სრულიად "ქართული ოცნების" ხელში.

რაც შეეხება ევროკავშირის გირაოს-  ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური ინფორმაცია და დასტური ევროკავშირის მხრიდან არ გვაქვს, ამიტომ კომენტარს გავაკეთებთ, როდესაც ასეთი გადარიცხვა განხორციელდება",- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system