თავში

რა შემთხვევაში მოაწერს ენმ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს

რა შემთხვევაში მოაწერს ენმ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს
რა შემთხვევაში მოაწერს ენმ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს

მმართველი პარტია შეთანხმების ჩარჩოებში თუ დაბრუნდება, შესაძლებელია, ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოაწეროს მიშელის შეთანხმებას. ამის შესახებ ენმ-ის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა.

მისივე თქმით, მათ შეთანხმება არ დაურღვევიათ, რადგან ხელი არა აქვთ მოწერილი. თუმცა, თუ "ოცნება" დაუბრუნდება შეთანხმების ჩარჩოებს, ნაციონალური მოძრაობა არ გახდება "განხეთქილების ვაშლი". 

"თუ ქართული ოცნება დაბრუნდება შეთანხმების ჩარჩოებში, ნაციონალური მოძრაობა იმსჯელებს, მიუერთდეს. შეიძლება ხელი მოვაწეროთ, გააჩნია პირობას. თუ ერთადერთი შემზღუდავი ფაქტორი ამ ყველაფერში ნაციონალური მოძრაობაა, რომ ქართული ოცნება დაუბრუნდეს ამ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავხდებით ამ პროცესში "განხეთქილების ვაშლი" და ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, მაგრამ ქართული ოცნება უპირველეს ყოვლისა უნდა დაუბრუნდეს ამ შეთანხმების ჩარჩოებს, რაზეც ეჭვი მეპარება.

ჯერჯერობით ქართული ოცნებიდან ვერანაირ სიგნალს ვერ ვხედავ, გარდა ვითარების გაუარესებისა, რომ ის აპირებს ამ შეთანხმების ჩარჩოებს დაუბრუნდეს. განცხადებები, ჩვენ რაც გვესმის, სრულიად არაადეკვატურია", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system