თავში

"რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? - კალაძე ერიკა ოლსონზე

"რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? - კალაძე ერიკა ოლსონზე
რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? - კალაძე ერიკა ოლსონზე

"რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკა ოლსონის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კალაძის თქმით, მან ასევე არ იცის, ვის შეხვდა ეს ადამიანი და რა განცხადებებს აკეთებს.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონის განცხადებით, ამერიკას აწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. 

ერიკა ოლსონი ნოემბრის დასაწყისში ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. ოლსონმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინსიტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდა ომბუდსმენის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system