თავში

"რა თქმა უნდა, სააკაშვილი პოლიტპატიმარია" - მარგველაშვილი

"რა თქმა უნდა, სააკაშვილი პოლიტპატიმარია" - მარგველაშვილი
რა თქმა უნდა, სააკაშვილი პოლიტპატიმარია - მარგველაშვილი

"რა თქმა უნდა ის პოლიტპატიმარია, ამის თქმით მე არ ვამბობ, რომ ის უდანაშაულოა. რა თქმა უნდა ის პოლიტპატიმარია და რა თქმა უნდა, მე არ მიმაჩნია, რომ მას არანაირი დანაშაული არ აქვს", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე საკითხია ის, თუ რაზე სამართლდება მესამე პრეზიდენტი.

"სამარცხვინოა, რომ ჩვენ პრეზიდენტს ვასამართლებთ პიჯაკების არასწორი არტიკულით შეძენაზე. ეს არის შეურაცხყოფა არა მარტო ქვეყნის სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის, არა მარტო პროკურატურის, არა მარტო მოსამართლეების დონის ჩვენება, არამედ ეს არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, მათ შორის ჩემი, რომლებიც მივიჩნევდით, რომ სააკაშვილი იყო ჩვენთვის მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი...

ეს არის ჩვენი შეურაცხყოფა, მათი ვინც სააკაშვილს იდეების გამო ვუპირისპირდებოდით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system