თავში

რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან არ ვითანამშრომლებთ - მოწერელია

რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან არ ვითანამშრომლებთ - მოწერელია
რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან არ ვითანამშრომლებთ - მოწერელია

ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა რადიკალიზმით განმსჭვალული პოლიტიკური ძალებისა, - ამის შესახებ უმრავლესობის რიგებიდან წასულმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

მოწერელიამ  არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა საზოგადოებას დაპირისპირება მობეზრდა და ახალი დღის წესრიგი სჭირდება. 

"პოლიტპატიმრებში არ ვიცი, რას და ვის გულისხმობთ, არც ნიკა მელია და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. რიგგარეშე არჩევნებს რაც შეეხება, ყველა ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მოვლენები. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. აქვე დავაზუსტებ იმასაც, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ რადიკალური გარემო და დაპირისპირება. დღეს ჩვენ საზოგადოებას დაპირისპირება მობეზრდა, ჩვენ გვჭირდება ახალი დღის წესრიგი. ეს არის ბევრი ფაქტორებით განპირობებული. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა რადიკალიზმით განმსჭვალული პოლიტიკური ძალებისა. რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალასთან ჩვენ არ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, არის "ნაციონალური მოძრაობა" და სხვაც", - განაცხადა მოწერელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system