თავში

რამდენადაც ჰუმანური აქტია ამნისტია, იმდენად გათვლილი უნდა იყოს ყველა რისკი - სერგეენკო

რამდენადაც ჰუმანური აქტია ამნისტია, იმდენად გათვლილი უნდა
რამდენადაც ჰუმანური აქტია ამნისტია, იმდენად გათვლილი უნდა იყოს ყველა რისკი - სერგეენკო

ამნისტიის გამოცხადების პროცესში პროფესიონალები უნდა იყვნენ ჩართული, რათა ჰუმანური მოსაზრების ქვეშ გამოუსწორებელი შეცდომის დაშვება არ მოხდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარი დათქმაა, რომ ამნისტია არ შეეხება ძალადობრივ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობას. 

"თუ ვინმეს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით აქვს არგუმენტი, რომ ამნისტია უნდა შეეხოს, რადგან ეს ემოციური ფონიდან გამომდინარეობს, სიცოცხლის მოსპობაც ემოციურ ნიადაგზე ხდება. არ მინდა, ამ საკითხზე ჩემი საბოლოო ვერდიქტი გამოვიტანო, მაგრამ მსჯელობა იქნება. ამნისტია რა დანაშაულებს მოიცავს, ამაზე ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, პროცესში პროფესიონალები უნდა იყვნენ ჩართულები, რომ არ მოხდეს ჰუმანური მოსაზრების ქვეშ გამოუსწორებელი შეცდომის დაშვება. გადაწყვეტილებები ემოციურ ფონზე არ უნდა მივიღოთ და ეს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს საზოგადოებას. რამდენადაც ჰუმანური აქტია ამნისტია, იმდენადაც გათვლილი უნდა იყოს ყველა რისკი, რომ საზოგადოებას მეტი საფრთხე არ მიადგეს. პროფესიონალებისა და საზოგადოების ფართო ჩართულობა სწორ გზას მოგვცემს, რომ ოქროს შუალედი ვნახოთ," - განაცხადა სერგეენკომ. 

ცნობისთვის, პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონი დარეგისტრიდა. პარლამენტის ადამიანი უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნავს, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა.

ნახეთ “სისხლის სამართლის კოდექსის“ ის კონკრეტული მუხლები, რომელსაც ამნისტია შეეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system