თავში

რამდენი პროცენტი შეადგინა ამომრჩეველთა აქტივობამ - ბოლო მონაცემები

რამდენი პროცენტი შეადგინა ამომრჩეველთა აქტივობამ - ბოლო მონაცემები
რამდენი პროცენტი შეადგინა ამომრჩეველთა აქტივობამ - ბოლო მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 1 815 776 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.92%-ია.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

"დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი, მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული საპასუხისმგებლო ხმის დათვლის ეტაპი. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, ისინი გადაეცემა შესაბამის კომისიებს, იქ ეს ოქმები დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკოს. შედეგებს კი ჩვენ მიღებისთანავე ავტვირთავთ სპეციალურ ვებ-გვერდზე," - განაცხადა ნათია იოსელიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system