თავში

რამდენიმე დღეში საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ - დეკანოიძე

რამდენიმე დღეში საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ - დეკანოიძე
რამდენიმე დღეში საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ - დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, კონსულტაციები გაგრძელდება და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი გააგრძელებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას. 

დეკანოიძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს. 

"კონსულტაციები დღეს არ დასრულდება, იქნება ყველანაირი საუბარი, რადგან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი, მათ შორის პარტიის შიგნით. ასევე, ნიკა მელია აპირებს სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც შეხვდეს და ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, გააგრძელებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას. ახლა მნიშვნელოვანია, რომ 'ნაციონალურ მოძრაობაში" მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილს არ ვაჩვენოთ რაიმე სახის რყევა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის რიგებში", - განაცხადა დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system