თავში

"რამდენს იმოქმედებენ ამისთვის, ახლა ყალიბდება" - ელენე ხოშტარია

"რამდენს იმოქმედებენ ამისთვის, ახლა ყალიბდება" - ელენე ხოშტარია
რამდენს იმოქმედებენ ამისთვის, ახლა ყალიბდება - ელენე ხოშტარია

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

პოლიტიკოსის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ჩვენი პერსპექტივა პირდაპირ დაკავშირდა საერთაშორისო მოვლენებთან. ასე ყოველთვის არ არის, ამ ხარისხით, ყოველ შემთხვევაში.

ჩვენ კი აქ ვერ გავიგეთ კარგად, გარჩევების რომელიღაც სტადიაში ვიყავით, მაგრამ რუსეთმა გამოაცხადა ‘დასავლეთო, უკრაინა და საქართველო ჩემი უნდა იყოსო. მათი სუვერენიტეტის გამგებელი უნდა ვიყოო. უკრაინაში ჯარით იმუქრება, აქ ჯარი არ ჭირდება, როცა ოცნებაა. ქაოსი უნდათ? არის. გახლეჩვა უნდათ? არის. ეკონომიკური სიდუხჭირე და უენერგიობა უნდათ? არის. 

დემოკრატიის ზიანი უნდათ? არის. 

დასავლეთის პასუხი ეხლა ყალიბდება. კაი წაიღეო არავინ ამბობს.

რამდენს იმოქმედებენ ამისთვის - ეს ეხლა ყალიბდება.

თუ ეს კონტექსტი გვესმის, არაა გასაკვირი, რომ ღარიბაშვილი პუტინის საუკეთესო ტრადიციით საუბრობს, ჩვენ საქმეებში დასავლეთს არ ჩავრევთო (სუვერენული დემოკრატიის იდეა). 

ასევე ხაზგასმით აუქმებს ძალაუფლების კონტროლის ნარჩენ ინსტიტუტებს. 

ეს გაუქმება ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ჩვენი პოზიციონირებაა, ხაზგასმაა, რომ ამ დაპირისპირებაში დასავლეთის მხარდაჭერას კი არ ვეძებთ ჩვენი სუვერენიტეტის, არამედ ავტოტიტარულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. 

სწორედ ამ კონტექსტიდან უნდა განისაზღვროს ოპოზიციის ამოცანაც:

1. პროდასავლური და უპირობოდ დემოკრატიული ოპოზიციის კონტურების გაძლიერება. ამ სიტუაციაში პატარა კითხვის ნიშანიც კი რევანშიზმზე ან ერთპარტიულ მმართველობაზე ამ დიდ თამაშში ისტორიის არასწორ მხარეს დაგვაყენებს. პროდასავლურობის და დემოკრატიულობის არაორაზროვანი გზავნილი კი სერიოზულ ალტერნატივად წარმოგვაჩენს. 

2. ინტენსიურ საარჩევნო რეჟიმში გადასვლა, რეგიონებში, საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ყველგან. არ არსებობს ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ბოლო სამ თვეს პროგრამას წარადგენ. ეს უნდა იყოს საპროტესტო- საარჩევნო ტალღაეს რეჟიმი გულისხმობს, როგორც მოქალაქეების პრობლემებთან გამკლავებას, მათი უფლებებისთვის ბრძოლას, ასევე ინფორმაციულ მუშაობას. ამ პროპაგანდისტულ მანქანასთან დატაკებაში კარგად უნდა გვესმოდეს ინფორმაციის გავრცელების და აღქმების როლი.

3. რამდენიმე მთავარ იდეაზე შეთანხმება, ანუ რა მომავალს ვთავაზობთ საზოგადოებას. 

4. დასავლეთთან კოალიციურად, თანმიმდევრულად და ინტენსიურად მუშაობა. მოკლედ, ეს გეოპოლიტიკური კრიზისი პრობლემებთან ერთად შანსებსაც გვიზრდის, თუ შევძელით გამოყენება და ერთიან პროდასავლურ დემოკრატიულ "ფრონტზე" შევთანხმდებით.

ერთიანში უბრალოდ ყველაფერზე თავის ქნევა არ იგულისმხება ცხადია და არც გაერთნაირება. ჩვენი განსხვავებებით და ძლიერი მხარეებით ჩვენი ნიშების დაკავება საერთო მიზნისთვის", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system