თავში

რას აცხადებს იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის შესახებ

რას აცხადებს იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის შესახებ
რას აცხადებს იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის შესახებ

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მცდელობის შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადება, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებამ განაპირობა. 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გუშინ გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა განცხადება, ბუნებრივია აქვე გავაკეთებთ მოკლე განმარტებას. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, 19 ნოემბრიდან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნა მკურნალობის მიზნით გორში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო ღონისძიება. მკურნალობის დასრულების შემდგომ მიღებული იქნა გადაწვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას, რუსთავი ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და შესაბამისად პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძის განმარტებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის გადაწყვეტილება ფორმა ასის საფუძველზე მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system