თავში

"რას მაბრალებთ, ვერ გავიგე... ნუ მითვლით თეთრებს"- ნათელაშვილი ჟურნალისტს

"რას მაბრალებთ, ვერ გავიგე... ნუ მითვლით თეთრებს"- ნათელაშვილი ჟურნალისტს
რას მაბრალებთ, ვერ გავიგე... ნუ მითვლით თეთრებს- ნათელაშვილი ჟურნალისტს

"რას მაბრალებთ, ვერ გავიგე, ყველა პარტია ფინანსდება მსოფლიოში, ნუ მითვლით თეთრებს,"- ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

"ღამის კურიერის“ წამყვანის კითხვაზე, რომელიც პარტიების დაფინანსების ახალ კანონს ეხებოდა და რომელიც ძალაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ შევა, ლეიბორისტული"პარტიის ლიდერმა, განაცხადა, რომ პარტიები დღეს მთელს მსოფლიოში ფინანსდება.

"ყველა პარტია ფინანსდება ბიუჯეტიდან და პლუს ამას, ბიზნესიდან ფინანსდება ყველა პარტია, მიუხედავად იმისა, პოზიციაშია თუ ოპოზიციაში. ის დაფინანსება რაც იგივე ჩვენ გვხდება თვეში, ის ყოფნის მსხვილ რამდენიმე რეგიონს და ცენტრალურ ოფისს, დანარჩენი მთავრდება. თქვენ დათვალეთ ივანიშვილის და მისი პარტიული ძმაკაცების მიერ მოპარული მილიარდები ჩვენი ხალხისგან, თქვენ მე კი ნუ მითვლით იმ თეთრებს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით იღებს ყველა პარტია," - განაცხადა შალვა ნათელაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system