თავში

რასაც ქუჩაში ვხედავთ, ეს სამოქალაქო აქტივიზმი არ არის - პაპუაშვილი

რასაც ქუჩაში ვხედავთ, ეს სამოქალაქო აქტივიზმი არ არის - პაპუაშვილი
რასაც ქუჩაში ვხედავთ, ეს სამოქალაქო აქტივიზმი არ არის - პაპუაშვილი

რასაც ქუჩაში ვხედავთ, ეს არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, ეს არის პოლიტიკური პარტიის აქტივი, რომელსაც გარეთ ვხედავთ, მათ შორის კარვებში თუ აქციებზე, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ტერმინებში ზუსტები იყვნენ, რადგან პოლიტიკური აქტივისთვის სამოქალაქი აქტივის დარქმევა ამ საკითხის გაუბრალოებას იწვევს. 

"ეს არის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" აქტივი. ხალხი ვნახეთ, რომელიც თავის თავს სამოქალაქო აქტივისტს უწოდებს და შემდეგ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის ზურგს უკან მსხდომები მისთვის ფონს როგორ ქმნიდნენ. მედიას მოგიწოდებთ, ტერმინებში ზუსტი ვიყოთ, რადგან სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და სერიოზული. ეს არის ამ საკითხის გაუბრალოება, როცა პოლიტიკურ აქტივს სამოქალაქო აქტივიზმს ვეძახით. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივს, ცვლილებების არსია - წლის განმავლობაში ქმედების განმეორებაზე ხდება ფინანსური თვალსაზრისით გამკაცრება. შეფასება მოვისმინე, რომ თითქოს, ეს ცვლილებები პოლიტიკურ აქტივს გარკვეულ თვითცენზურას შეუქმნის. რის ცენზურას, რომ არ ხულიგნობდნენ? - თუ ამას გულისხმობენ თვითცენზურაში, ძალიან კარგი - თვითცენზურა შეექმნებათ და ხულიგნობას თავს დაანებებენ. ცვლილება მაშინ მოქმედებს, თუ განმეორება მოხდება. ანუ, რეციდივი თუ გვაქვს, თუ ისინი იქნებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კუთხით რეციდივისტები, ამ შემთხვევაში, სანქცია მკაცრდება. ყველაზე მარტივი გამოსავალია - ხულიგნობას თავი დაანებონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system