თავში

ეუთო-ს თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა

ეუთო-ს თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა
ეუთო-ს თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა

ეუთო-ს თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდე საქართველოს 16 თებერვალს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ანა ლინდე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ეუთოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს შეხვდება.

საქართველოში ვიზიტის შესახებ ანა ლინდე სოციალურ ქსელშიც წერს.

„მივემგზავრები საქართველოში ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში. დავადასტურებთ ეუთო-ს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი კონფლიქტების გადაწყვეტის და ინსტიტუტების გაძლიერებაში - ორივე სფეროში, სადაც ქალებს და სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ“, – წერს ლინდე ,,ტვიტერში". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system