თავში

რევანშის მცდელობა სიბრიყვეა - ნიკა ჩიტაძე

რევანშის მცდელობა სიბრიყვეა - ნიკა ჩიტაძე
რევანშის მცდელობა სიბრიყვეა - ნიკა ჩიტაძე

მარნეულში "ლიდერ მედიას" მიერ დისკუსია თემაზე "ყარაბაღის ომის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა რეგიონზე" გაიმართა. ექსპერტებმა იანვარში მომხდარი სამხედრო დაპირისპირება და მისი შედეგები განიხილეს. 

სამხედრო ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ სომხეთი უნდა შეეგუოს ახალ რეალობას რეგიონში და რომ მისი ნებისმიერი რევანშისტული ნაბიჯი დიდი სისულელეა. 

"სომხეთს არ გააჩნია ადამიანური და მატერიალური რესურსი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად. სომხეთი უნდა იყოს დაინტერესებული მშვიდობით და მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებით. ამ ქვეყანას შეუძლია დიდი სარგებლის მიღება აზერბაიჯანთან და თურქეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარებით", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. 

მისი განმარტებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოზიციების დაახლოების დაწყება შესაძლებელია ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობით, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში, რომელსაც საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთად ახორციელებენ. 

"სომხეთმა საბოლოოდ უნდა გააცნობიეროს, რომ თანამშრომლობა კონფლიქტს სჯობს. ამ ქვეყანამ პატივი უნდა სცეს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ხელშეუხებლობას", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. 

ექსპერტი ლევან ჩხეიძე, თავის მხრივ, ამბობს, რომ ყარაბაღის მეორე ომი სომხეთისთვის დამღუპველი შედეგებით დასრულდა.

სომხურმა მხარემ დიდი ზარალი განიცადა და ეკონომიკური სირთულეები შეექმნა. გარდა ამისა, ამ ქვეყანამ დიდი მორალური დარტყმა მიიღო“, - განაცხადა მან. 

პოლიტიკური ექსპერტის თქმით, სომხეთმა უარი უნდა თქვას ტერიტორიულ პრეტენზიებზე აზერბაიჯანის მიმართ და აღიაროს მისი ტერიტორიული მთლიანობა.

დისკუსიებში მონაწილე ისტორიკოსმა, პროფესორმა ომარ არდაშელიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ომში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო მისი დიდი აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე. მისივე თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია. საქართველო უნდა გაძლიერდეს, როგორც შუამავალი და შემდეგ შესთავაზოს მხარეებს პლატფორმა დიალოგისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system