თავში

როდესაც ერთად ვდგავართ ყველაფერი შეგვიძლია, სამწუხაროდ დღეს ერი ისევ გახლეჩილია - ვაშაძე

როდესაც ერთად ვდგავართ ყველაფერი შეგვიძლია,
როდესაც ერთად ვდგავართ ყველაფერი შეგვიძლია, სამწუხაროდ დღეს ერი ისევ გახლეჩილია - ვაშაძე

9 აპრილი არის ეროვნული ერთობის სიმბოლო, ეროვნული თანხმობის, ერთიანობის. როდესაც ერთად ვდგავართ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, დღეს საქართველო ისევ დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ერი ისევ გახლეჩილია. 

"ეს არის დღე, როდესაც აღდგა ჩვენი დამოუკიდებლობა. ესაა დღე, რომელიც არის სიმბოლო ეროვნული ერთობის, ეროვნული თანხმობის, ერთიანობის და როდესაც ერთად ვდგავართ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია უძლიერესი სახელმწიფო ავაშენოთ. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის გზა, რომელიც დაიწყო 30 წლის წინ ჯერ კიდევ გრძელდება, იმიტომ, რომ რეალური თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ. დღეს საქართველო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სამწუხაროდ, ისევ გახლეჩილია ერი, ისევ გახლეჩილია საზოგადოება. ეს დღე უნდა იყოს სიმბოლო, როდესაც ყველა ერთად ვართ, ერთად დავდგებით და მაქსიმალურად უნდა დავუახლოოთ ერთმანეთს პოზიციები" - განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system