თავში

როდის დაამტკიცებს მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტი

როდის დაამტკიცებს მინისტრთა კაბინეტსა და ავრობო პროგრამას პარლამენტი
როდის დაამტკიცებს მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტი

ორშაბათსა და სამშაბათს საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, შემდეგ ფრაქციის ფორმატში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მინისტრებს მოუსმენენ. 24 დეკემბერს, ხუთშაბათს კი იქნება სესია, რომელზეც წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტი უნდა დაამტკიცონ. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ნინო წილოსანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, სამთავრობო პროგრამის ორიენტირი 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებაა. 

"ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი უნდა აღვასრულოთ. მთლიანად პროგრამა ორიენტირებული იქნება ამ მიზნის შესრულებისკენ. ჩვენი კითხვები და ინტერესი იქნება, როგორ ვაღწევთ ამ მიზანს ერთობლივად, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე პარლამენტი", - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system