თავში

როგორ შემიძლია ამას მშვიდად ვუყურო, ძალიან მტკივა - ლიზა იასკო

როგორ შემიძლია ამას მშვიდად ვუყურო, ძალიან მტკივა - ლიზა იასკო
როგორ შემიძლია ამას მშვიდად ვუყურო, ძალიან მტკივა - ლიზა იასკო

მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ქალი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო, რმელმაც ესპრეზიდენტი დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა, ამბობს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს უახლოვდება.

"ეს არის ჩვენი მეოთხე შეხვედრა და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 22-ე დღე. სამწუხაროდ, მე კარგად ვხედავ როგორ უარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვხედავ ამას სახის ფერის მიხედვით, ლაპარაკის მიხედვით, ენერგიის მიხედვით.

რა თქმა უნდა, ის მორალურად კარგ მდგომარეობას ინარჩუნებს, იმიტომ რომ ის ძალიან განსაკუთრებული ადამიანი, მებრძოლი და მსოფლიო დონის პოლიტიკოსია, ასეთი ადამიანები ალბათ 100 წელში ერთხელ იბადებიან. მაგრამ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება, მე ძალიან მტკივა, რომ ის ციხის კედლებში იმყოფება. ასეთი ადამიანები არ არიან დაბადებული იმისთვის, რომ ციხეში იჯდნენ " , -თქვა ლიზა იასკომ

ლიზა იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო დახმარების მიღება, ისეთ საავადმყოფოში, რომლის ნდობაც შეიძლება.

"სჭირდება, რა თქმა უნდა, სამედიცინო დამხარებაც, მე ვფიქრობ ყველაფერი დამოკიდებულია საავადმყოფოზე, უნდა დავუჯეროთ პირად ექიმს, თუ იქნება კარგი საავადმყოფო სადაც შეიძლება ხალხის ნდობა, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის რომ ყველა ადგილის ნდობა არ შეიძლება. ის მზადაა ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა, სიცოცხლის სანაცვლოდ, მაგრამ მე როგორ შემიძლია ამას მშვიდად მივუდგე, მე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივა" , - ამბობს მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system