თავში

როგორია პარტიების რეიტინგი - "ოცნება" კვლევის შედეგებს აქვეყნებს

როგორია პარტიების რეიტინგი - "ოცნება" კვლევის შედეგებს აქვეყნებს
როგორია პარტიების რეიტინგი - ოცნება კვლევის შედეგებს აქვეყნებს

"ქართულმა ოცნებამ" თბილისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, 2020 წლიდან შექმნილია სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი, რომელიც პროფესიონალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, თბილისში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში ატარებს კვლევებს და ადგენს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების რეიტინგებს.

სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა ქალაქ თბილისში პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 2958 რესპოდენტი.

"პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები გახლავთ შემდეგი:

ქართული ოცნება - 47,4%;

ნაციონალური მოძრაობა - 25,4%;
გირჩი - მეტი თავისუფლება - 4,7%;

საქართველოსთვის - 4,7%;

მოქალაქეები - 3,2%;

ლელო - 2,4%;

პატრიოტთა ალიანსი - 1,9%;

ევროპული საქართველო - 1,8%;

სტრატეგია აღმაშენებელი - 1,7%;

გირჩი - 1,1%;

ლეიბორისტული პარტია - 0,7%;

ერთიანი საქართველო - 0,7%;

სხვა პარტიები - 4,3%.

კვლევა ჩატარებულია 21-25 აგვისტოს შუალედში. ცდომილების ფარგლები - +/- 3%", - განაცხადეს მმართველ პარტიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system