თავში

როგორც ჩანს, რუსეთი თვლის, რომ ახლა მისთვის კარგი მომენტია - ზურაბ აბაშიძე

როგორც ჩანს, რუსეთი თვლის, რომ ახლა მისთვის კარგი მომენტია - ზურაბ აბაშიძე
როგორც ჩანს, რუსეთი თვლის, რომ ახლა მისთვის კარგი მომენტია - ზურაბ აბაშიძე

რუსეთი, მისი პოლიტიკური ელიტა და ხელმძღვანელობა როგორც ჩანს თვლის, რომ ახლა კარგი მომენტია მათთვის, რომ ამ მიმართულებით რუსეთმა გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს, რაც მათ ჩამოწერეს 8 - პუნქტიან მოთხოვნებში, - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა. 

მისი თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადებები წლების განმავლობაში კეთდებოდა როგორც საჯაროდ, ასევე პრაღის ფორმატშიც.

"პირველად არ გვესმის რუსეთის მხრიდან, რომ წინააღმდეგია ნატო-ს გაფართოების, ეს მე ხშირად მსმენია ჩვენს ფორმატებზე ჩემი რუსი კოლეგისგან, წლების განმავლობაში საჯაროდ კეთდება ასეთი განცხადება. ახლა ამის გააქტიურება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია რუსეთის როგორც საგარეო პოლიტიკურ ასევე შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგთან, ამ ორი მომენტის ერთობლიობა იძლევა იმ შედეგს, რასაც ვხედავთ. რუსეთი, მისი პოლიტიკური ელიტა და ხელმძღვანელობა როგორც ჩანს თვლიან, რომ ახლა კარგი მომენტია მათთვის, რომ ამ მიმართულებით რუსეთმა გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს, იმ შედეგებს, რაც მათ ჩამოწერეს 8 - პუნქტიან მოთხოვნებში, ზოგმა ულტიმატუმი დაარქვა ამას, თქვენ როგორც გინდათ ის დაარქვით, ეს ყველაფერი გაწერილია მათ მოთხოვნებში, როგორც ჩანს რუსეთი თვლის, რომ ახლა სწორედ ის მომენტია, რომ ამ მიმართულებით უნდა გადადგან ნაბიჯები,"- განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთმა NATO-ს მოუწოდა, გააუქმოს 2008 წლის ვალდებულება უკრაინისა და საქართველოს წინაშე, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებიან და არ განათავსოს შეიარაღება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მის უსაფრთხოებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულებების ორი პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც NATO-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი NATO-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხავს ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების განთავსებაზე ქვეყნებს გარეთ, იმ ტერიტორიებზე, რომლებშიც ისინი იყვნენ 1997 წლის მაისის მდგომარეობით (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე). რუსეთის საგარეო უწყება ასევე ითხოვს, უარის თქმას NATO-ს ნებისმიერ სამხედრო აქტივობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე იმას, რომ არ განთავსდეს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტები იქ, საიდანაც მათ შეუძლიათ სხვა მხარის ტერიტორიის დაზიანება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system