თავში

შალვა ნათელაშვილი შვილის დაკავებაზე: მალე როლები შეიცვლება

შალვა ნათელაშვილი შვილის დაკავებაზე: მალე როლები შეიცვლება
შალვა ნათელაშვილი შვილის დაკავებაზე: მალე როლები შეიცვლება

შალვა ნათელაშვილი, შვილის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ, მისი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

„როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა და სახლში არ დაჯდებოდა. დიდი მადლობა სოლიდარობისათვის. მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან. ასეთია ისტორიული კანონზომიერება“, - წერს შალვა ნათელაშვილი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

დღეს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პიკეტირება  და ვაჟა ფშაველას გამზირის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებთან ურთიერთშელაპარაკებისას 6 პირი დააკავეს, მათ შორის ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისათვის ექვსივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system