თავში

როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი- კახა კუჭავა

როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი- კახა კუჭავა
როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი- კახა კუჭავა

"როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი ჩემი აზრით",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა მიუთითებს იმ ფაქტზე თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ.

„ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტს თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ პოლარიზებამ და დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელოს ის საქმიანობა , რომელიც მათ მანდატებს ეკადრება, რომელიც მათ მიანიჭეს მოსახლეობამ. ამიტომ ევროკავშირის სურვილი შარლ მიშელის დოკუმენტი, ამ პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის და მათ შორის ნიკა მელიასთვის, რომელიც, როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი ჩემი აზრით და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც ელოდებიან ევროპელები მათგან.

რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკური პატიმარი და პირველ რიგში, თვითონ ის ფაქტი, რაც მოხდა მიუთითებს იმ ძალიან მარტივ სამართლებრივ საკითხზე, რასაც ჰქვია გირაოს გადახდა, თუ გინდა, რომ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდე. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ ჯერ ვერავისზე ვიტყვით, ვინმე არის თუ არა დამნაშავე. საუბარია გირაოზე, ხოლო გირაო დადგა იმ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, რაც განხორციელდა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე, პირდაპირ ეთერებში და ამან გამოიწვია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩემი აზრით, ძალიან დიდი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან და უნდა მივიღოთ ეს ნიშნად, რომ მათ სურთ საქართველოში ახლა საბოლოოდ დასრულდეს პოლარიზება, დაწყნარდეს სიტუაცია დაუბრუნდეს ყველა თავის ადგილს და პარლამენტში გააგრძელოს მუშაობა“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system