თავში

"რუსეთმა საქართველოს 20% და ყირიმი მიიტაცა - დათმობა აღარ იქნება!" - ლინკევიჩუსი

"რუსეთმა საქართველოს 20% და ყირიმი მიიტაცა - დათმობა აღარ იქნება!"
რუსეთმა საქართველოს 20% და ყირიმი მიიტაცა - დათმობა აღარ იქნება! - ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის "მაპის" მინიჭებაზე უარის თქმას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება და ყირიმის მიტაცება მოჰყვა, ახლა კი რუსეთი კიდევ მეტს ითხოვს.

"2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტზე ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, მიენიჭებინათ "მაპი" უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს გამოიწვევდა რუსეთის პროვოცირებას. მისი პროვოცირება პირიქით მოხდა - რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება განახორციელა, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. დათმობა აღარ იქნება!"- წერს ლინას ლინკევიჩუსი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-სგან მოითხოვს ოფიციალურად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ დაპირება,

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system