თავში

რუსეთს სურს საქართველოს და უკრაინას არჩევანი უკარნახოს - ხავიერ კოლომინა

რუსეთს სურს საქართველოს და უკრაინას არჩევანი უკარნახოს - ხავიერ კოლომინა
რუსეთს სურს საქართველოს და უკრაინას არჩევანი უკარნახოს - ხავიერ კოლომინა

ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული ვართ, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ განაცხადა. 

„რუსეთს სურს უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული ვართ,”- წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“.

ცნობისთვის, რუსეთმა NATO-ს მოუწოდა, გააუქმოს 2008 წლის ვალდებულება უკრაინისა და საქართველოს წინაშე, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებიან და არ განათავსოს შეიარაღება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მის უსაფრთხოება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთის მოთხოვნას არ შეასრულებს და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დეზავუირებას არ გეგმავს.

მოსკოვს ოფიციალურმა თბილისმაც უპასუხა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მოთხოვნა მიუღებელია. ზალკალიანის უწყების განცხადებით, NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system