თავში

,,რუსი ოლიგარქი ივანიშვილი" - მორიგი კრიტიკული წერილი კონგრესმენებისგან

,,რუსი ოლიგარქი ივანიშვილი" - მორიგი კრიტიკული წერილი კონგრესმენებისგან
,,რუსი ოლიგარქი ივანიშვილი - მორიგი კრიტიკული წერილი კონგრესმენებისგან

ამერიკელი კონგრესმენების მორიგი კრიტიკულ წერილი ვრცელდება, რომელიც 6-მა პოლიტიკოსმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გაუგზავნა.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში ოლიგარქიულ მმართველობაზე. ამასთან აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ამერიკული ბიზნესის განდევნას ცდილობს, რაც კერძო სექტორში რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად კეთდება. 

დოკუმენტს ხელს აწერს 6 პოლიტიკოსი: ჯოდი არინგტონი, მარკ მალინი, ბილ ფლორსი, ვილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი.

,,გწერთ, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ კორუფციასთან დაკავშირებით. როგორც იცით, საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დიდი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობების ტრანსფორმაციის კუთხით, რათა გლობალური სავაჭრო პარტნიორებისთვის უზრუნველყო ბაზარზე წვდომა, თავდაცვითი ურთიერთობები, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუმცა, რაც 2012 წელს ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია "ქართული ოცნება" მოვიდა, ქვეყნის პროგრესმა უკან დაიხია.

თქვენს კოლეგებთან შერილ ფერნანდესთან და აარონ რუპერტთან საუბრის შემდეგ, თავს დარწმუნებულად ვგრძნობთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა მონიტორინგი გაუწიოს კერძო სექტორის საინვესტიციო გარემოს გაუარესებას, განსაკუთრებით აშშ-ის კომპანიებისთვის. ასევე საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის მიმართულებით. რადგანაც, სამომავლოდ შეხვედრებს გამართავთ საქართველოს ოფიციალურ პირებთან, განსაკუთრებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, გთხოვთ, რომ მხედველობაში იქონიოთ ჩვენი შეშფოთება რიგ საკითხებთან დაკავშირებით:

1. საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რომელსაც პარტია “ქართული ოცნება" ხელმძღვანელობს, მანიპულირებულია რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც ცდილობს განდევნოს ამერიკული ბიზნესები, რომლებთაც ათწლეულებია საქართველოს და ამერიკის ეკონომიკებში თავიანთი წვლილი შეაქვთ. ეს კერძო სექტორში რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გაზრდის სასარგებლოდ კეთდება.

2. საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინტერესებს, მათ შორის:
ა. შავი ზღვის პორტის ინვესტიციებიდან/ მფლობელობიდან იმ ამერიკული კომპანიების განზრახ გაყვანით, რომელთა მიზანი საქართველოს რუსული და ჩინური გავლენებისგან იზოლირება იყო.
ბ. ნაკლოვანება ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების აღსრულების კუთხით, განსაკუთრებით და კონკრეტულად პორტთან დაკავშირებული აქტივობებისა და სხვა კერძო სექტორის ინვესტიციების კონტექსტში.

3. ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია საჭირო საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც გადამწყვეტია 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობისათვის.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ყურადღებას ამ საკითხთან დაკავშირებით და გთხოვთ, რომ თქვენთან და თქვენს გუნდთან ერთად განვიხილოთ ქმედებები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობის განსამტკიცებლად და საქართველოს ანგარიშვალდებულობის კუთხით გადაიდგმება,"- ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

6 კონგრესმენის ავტორობით წერილი 27 ივლისით არის დათარიღებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system