თავში

რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, ე.წ მელიებმა პარტიის თავმჯდომარეს სოლიდარობა შეძახილებითა და ტრანსპარანტებით გამოუცხადეს.

აქტივისცების თქმით, ისინი არ ელოდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს დღეს გაათავისუფლებდნენ, ვინაიდან მათი თქმით, დღევანდელი სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლოა. 

ცნობისთვის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობის შედეგად გადაიდო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system