თავში

რუსთავის ციხის ეზოში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს

რუსთავის ციხის ეზოში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს
რუსთავის ციხის ეზოში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს. 

ციხის ტერიტორიაზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები, ასევე იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები. 

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამიაც. ის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლის ნებართვას ამ დრომდე ელოდება.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გვაინ ღამით გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system