თავში

სააკაშვილი არ აძლევს სხვას ლიდერობის საშუალებას - გიორგი ვაშაძე

სააკაშვილი არ აძლევს სხვას ლიდერობის საშუალებას - გიორგი ვაშაძე
სააკაშვილი არ აძლევს სხვას ლიდერობის საშუალებას - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თაობის მიდგომებს გასაქანს არ აძლევს. 

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ პარტიას განვითარების პერსპექტივა არ აქვს.

"მიხეილ სააკაშვილი არ აძლევს ახალი თაობის მიდგომებს გასაქანს "ნაციონალურ მოძრაობაში", ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ აძლევს სხვას ლიდერობის საშუალებას - აქედან გამომდინარე "ნაციონალურ მოძრაობას" განვითარების პერსპექტივა არ აქვს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "TV პირველის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system