თავში

სააკაშვილი გაკოტრებული, წარუმატებელი პოლიტიკოსია - ალუდა ღუდუშაური

სააკაშვილი გაკოტრებული, წარუმატებელი პოლიტიკოსია - ალუდა ღუდუშაური
სააკაშვილი გაკოტრებული, წარუმატებელი პოლიტიკოსია - ალუდა ღუდუშაური

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მომთაბარე, მოხეტიალე, წარუმატებელი პოლიტიკოსი, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, სამარცხვინოა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ასეთ ადამიანთან დადის და აზრს ეკითხება. 

"ბატონი სააკაშვილი რამდენჯერმე დაჰპირდა თუ დაემუქრა ხალხს, რომ ჩამოვიდოდა. როგორც ჩანს, მან გააცნობიერა, რომ საქართველოში თუ ჩამოვა, მოუწევს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და ემუქრება საპყრობილეში რამდენიმეწლიანი პატიმრობა. როგორც ჩანს, მას გამბედაობა ამჯერადაც არ ყოფნის და ითხოვს ინდულგენციას. ბატონი სააკაშვილი არის მსჯავრდებული არაერთ ეპიზოდზე, ამავდროულად ის არ არის საქართველოს მოქალაქე. როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე, ბატონი სააკაშვილი ჩართულია უკრაინის პოლიტიკურ საქმიანობაში. როცა მან იქ წარმატებას ვერ მიაღწია, ცდილობს აქ არიოს პროცესები. არ არის საქართველო ის ქვეყანა, რომელიც სააკაშვილს მორიგ ჯერზე შეალახინებს ღირსებას. სააკაშვილი საქართველოში არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, მსჯავრდებული, უცხო ქვეყნის მომთაბარე, მოხეტიალე, წარუმატებელი პოლიტიკოსი. სამარცხვინოა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დე-იურე ხელმძღვანელები და პარტიის წარმომადგენლები უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, მსჯავრდებულ სააკაშვილთან დადიან და რაღაცებს ეკითხებიან" - განაცხადა ღუდუშაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system