თავში

სააკაშვილი პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე - კალიურანდი

სააკაშვილი პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე - კალიურანდი
სააკაშვილი პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე - კალიურანდი

მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა.

"ის, რაც მე დავინახე, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა და იმ მომენტისთვის, მას არ შეეძლო ესაუბრა ხალხთან იმგვარად, როგორც მანამდე. ახლა დიდი კითხვაა "ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან" – რა არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომავალი? იქნება ის სააკაშვილთან ერთად, სააკაშვილის გვერდით თუ მის გარეშე. ჩემთვის ასევე საინტერესო იქნება, რა მოხდება ამ მიმართულებით", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system