თავში

სააკაშვილი საქართველოში "ოცნებამ" შემოიყვანა - გახარია

სააკაშვილი საქართველოში "ოცნებამ" შემოიყვანა - გახარია
სააკაშვილი საქართველოში ოცნებამ შემოიყვანა - გახარია

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია. ის არის გასამართლებული ქართული სასამართლოს მიერ და მიშა სააკაშვილის ადგილი ციხეშია" - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შეფასებისას განაცხადა.

მისი მტკიცებით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით და ამავე პარტიის ხელშეწყობით განხორციელდა.

"ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ თუ ოდესმე სააკაშვილი გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, ეს ლოგიკურად, შეთანხმებული იქნებოდა „ოცნებასთან“, „ოცნება“ შემოიყვანდა და დააბრუნებდა მას საქართველოში, ეს დადასტურდა. დარწმუნებული ვარ, მათი ხელშეწყობით შემოვიდა.

იმედი მაქვს, არ გამართლდება ჩემი პროგნოზი რომ „ოცნება“ მას ამინისტირებას გაუკეთებს ისევე, როგორც ნიკა მელიას გაუკეთა. ქართველი კაცი ბრძენია. ეს ქვეყანა კი ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების.

როდესაც „ნაცები“ და „ოცნება“ პირველ ოქტომბერს ერთად გვიწყობენ ასეთ მასკარადს სიმბოლურად არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, რა თქმა უნდა, ბრძენი ქართველი კაცი, ამას შესაბამის შეფასებას მისცემს არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, მომავალს აირჩევს და წინსვლას, არა „ნაცების“ 9 წლიან და „ოცნების“ 9 წლიან წარსულში დაბრუნებას.

ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია იმ პროცესის შინაარსი, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ხვალინდელ არჩევნებთან. „ქართული ოცნება“ ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს ყველაზე დიდი ან პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსი. ეს არის ის საფუძველი, რაზეც როგორც ჩანს, მათ შორის შედგა გარკვეული შეთანხმება...

მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია - იმედი მაქვს, არ გამართლდება ჩემი პროგნოზი, რომ „ოცნება“ მას ამნისტირებას გაუკეთებს ისევე, როგორც ნიკა მელიას გაუკეთა" - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system