თავში

სააკაშვილი სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში - ხვიჩია

სააკაშვილი სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში - ხვიჩია
სააკაშვილი სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში - ხვიჩია

სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში,ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუნდებათ, რომ სააკაშვილი აქ იყოს, მათთან ერთად, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდეს, მეგობრული და მშვიდობიანი უნდა გახდეს სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ. 

"სხვა შემთხვევაში, მაინც და მაინც სააკაშვილის დიდი მონატრება არ ჩანს, თავისით ვერ ჩამოდის, მარტო ვერც მის პარტიას ჩამოჰყავს, მხოლოდ იქით დადიან. იმისთვის, რომ სააკაშვილი აქ ჩამოვიდეს, უნდა გახდეს მეგობრული, მშვიდობიანი და თავს არ უნდა ესხმოდეს სხვა პოლიტიკურ ძალებს. ჩემი აზრით, ამ შეხვედრას რაღაცა ტიპის მარილი აკლდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი - შევა თუ არა "ნაცმოძრაობა" პარლამენტში", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system