თავში

სააკაშვილი უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი - სახურავზე "კარლსონივით" - კობახიძე

სააკაშვილი უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი - სახურავზე "კარლსონივით"
სააკაშვილი უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი - სახურავზე კარლსონივით - კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილი უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი - სახურავზე "კარლსონივით" და თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, თუ უწყება არ გაასაჯაროვებდა მიხეილ სააკაშვილის კადრებს, იქნებოდა საფუძველი სპეკულაციების გაგრძელებისთვის.

"თქვენ ნახეთ მთლიანობაში, კადრები, ჩანაწერები გავრცელდა ჩვეულებრივად. ათასგვარი უტრირებული განცხადებები იყო, მათ შორის წამება. ღიმილისმომგვრელი განცხადებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. იყო წინააღმდეგობა, რომელიც გასწია პატიმარმა, წინააღმდეგობის გაწევის პირობებში მოუწია სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოქმედება.

რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, შეგახსენებთ, რომ მისი პოლიტიკური პარტიის და ამ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს კადრები დადებულიყო, რაც სააკაშვილთანაც იქნებოდა ბუნებრივია, შეთანხმებული. მისი პარტია თავისი ტელევიზიებით კატეგორიულად ითხოვდა ამ კადრების გასაჯაროვებას, რაც გაკეთდა.

მისი პარტია ითხოვდა გასაჯაროვებას და პლიუს ამას დაემატა საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც შეიქმნა. მთლიანობაში იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს არის ოფიციალური მიზეზიც.

ხელოვნურად, თუ როგორც იყო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი შეიქმნა. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უწყება არ გაასაჯაროვებდა ამ კადრებს, იქნებოდა საფუძველი სპეკულაციების გაგრძელებისთვის.

რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი ვიღაცამ იხილა ასეთ მდგომარეობაში, მე შეგახსენებთ, რომ ეს, იგივე ყოფილი პრეზიდენტი უამრავმა ადამიანმა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ იხილა სახურავზე კარლსონივით, იხილა თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი. აქცენტი გადაჰქონდათ რაზე იცით? – „პრეზიდენტი არ უნდა დაინახოს ასე ადამიანმა“ და ამაზე უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი ადამიანებს, ქართველებს და არამარტო ქართველებს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც თმებით ათრიეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system