თავში

სააკაშვილი ვერ ჩამოვა, დაიჭერენ - იაგო ხვიჩია

სააკაშვილი ვერ ჩამოვა, დაიჭერენ - იაგო ხვიჩია
სააკაშვილი ვერ ჩამოვა, დაიჭერენ - იაგო ხვიჩია

სანამ აქ ასეთი სიტუაციაა, სააკაშვილი ვერ ჩამოვა, დაიჭერენ, ამიტომ  ჯერ სიტუაციის განმუხტვაა საჭირო, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ჯერჯერობით სააკაშვილი კრიზისის განმუხტვას ხელს კი არ უწყობს, პირიქით - ხელს უშლის. 

"მიხეილ სააკაშვილმა თქვა, კრიზისი არ დაიძლევა მანამ, სანამ არ ჩამოვალო. მე ვიტყოდი, პირიქით - სანამ კრიზისი არ დაიძლევა, მანამ ვერ ჩამოვა სააკაშვილი, აქ ისეთი სიტუაციაა. ამიტომ თუ მართლა უნდა ის, რასაც ამბობს, ჯერ კრიზისი უნდა იყოს დაძლეული და ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება ჩავატაროთ ის პროცესი, რომ სააკაშვილი აღმოჩნდეს ამ ქვეყანაში და არ დაიჭირონ. მიიღოს მონაწილეობა კრიზისის დაძლევაში, მე რა შუაში ვარ, მე არანაირად წინააღმდეგი არ ვარ, მე გეუბნებით გზა როგორ წარმომიდგენია - სანამ აქ ასეთი სიტუაციაა, სააკაშვილი ვერ ჩამოვა, დაიჭერენ, ამიტომ საჭიროა ჯერ სიტუაციის განმუხტვა. სიტუაციის განმუხტვას სააკაშვილი ჯერჯერობით ხელს უშლის, კი არ უწყობს და თავიდანვე ასე რომ დაეწყო, ამ ყველაფრის ნაცვლად დღის წესრიგში ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და ჩვენ შესაბამისად მოვქცეულიყავით ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილი აქ იქნებოდა, დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, სადაც კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ საშუალებად მისი საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლა დაასახელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system