თავში

"სააკაშვილია ყველაფრის შემოქმედი, რა უბედურებაც იმ პერიოდში ხდებოდა" - კალაძე

"სააკაშვილია ყველაფრის შემოქმედი, რა უბედურებაც იმ პერიოდში ხდებოდა" - კალაძე
სააკაშვილია ყველაფრის შემოქმედი, რა უბედურებაც იმ პერიოდში ხდებოდა - კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებების საპასუხოდ უამრავი კონკრეტული ფაქტი არსებობს. ამის შესახებ კალაძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ყველაფერი ცუდის, რაც 2012 წლამდე, ავადსახსენებელი ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა, შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის თანამოაზრეებთან ერთად. რამდენიც უნდა ილაპარაკოს და ეცადოს თავის არიდებას კორუფციისგან, კრიმინალისგან, ხალხის გაუბედურებისგან, ოჯახების გამწარებისგან, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვისგან, ბიზნესის ტერორისგან, ვერ მოახერხებს. ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არსებობს, რასაც ვერ გავექცევით. ადამიანები ყოველდღიურად საშინელებაში ცხოვრობდნენ. რაც მეტს ვალაპარაკებთ სააკაშვილს, მისი განცხადებები უფრო საინტერესო ხდება", - განაცხადა კახა კალაძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system