თავში

სააკაშვილის შეწყალებას არ განვიხილავ, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა - თეა წულუკიანი

სააკაშვილის შეწყალებას არ განვიხილავ, ეს იქნებოდა ძალიან დიდი
სააკაშვილის შეწყალებას არ განვიხილავ, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა - თეა წულუკიანი

"შერიგების იდეა, თავისთავად კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა მე ვირჩევ დავაკვირდე პროცესებს", - ეს კომენტარი თეა წულუკიანმა პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკური ძალების მიღების შემდეგ გააკეთა. 

მისი განმარტებით ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი არ განიხილება. მისი პერსონალური აზრით კი, წულუკიანი თვლის, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა. 

"ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი რა შეიძლება იყოს, თუმცა რა თქმა უნდა როგორც პრეზიდენტმა თავად ბრძანა შერიგება ვერ იქნება პროცესის დასაწყისი, ეს უნდა იყოს იდეალურ შემთხვევაში პროცესის დასასრული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system