თავში

სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსების სკანდალს ირაკლი კობახიძე ეხმაურება

სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსების
სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსების სკანდალს ირაკლი კობახიძე ეხმაურება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის შვილის სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებულ სკანდალზე პასუხები არაადეკვატურია. მისი თქმით, სააკაშვილმა დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს.

ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, მათ შორის, შვილთან დაკავშირებით. შვილის სწავლის დაფინანსების სკანდალზე თქვა, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი. ახლა ჩვენ შევაგროვებთ დეპუტატების, ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს, ეს ყველაფერი არის სამარცხვინო. მას აქვს უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი. აქედან გამომდინარე, მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system