თავში

სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა?

სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა?
სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა?

გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას პოლიტიკური თანამდებობა არ აინტერესებს. 

მისი თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე სამჯერ თქვა უარი და მითუმეტეს საქართველოში, საერთოდ არ აინტერესებს აღნიშნული თანამდებობის დაკავება. 

მიხეილ სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ მისთვის არ არის მთავარი თანამდებობა და იმის მიუხედავად, რომ ენმ-მ მოიპოვა ორჯერ და მეტჯერ მეტი ხმა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, ახლა მთავარია ერთიანი პოზიცია, რომელიც იმ პატარა პარტიებთან ერთად უნდა შემუშავდეს, რომლებსაც ასევე მისცა ამომრჩეველმა ხმა ივანიშვილის წინააღმდეგ.

"მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში, მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში. მე არასოდეს მეშინოდა არც გამარჯვებული და არც დამარცხებული ივანიშვილის, რას მოიმოქმედებს ალა ივანიშვილი - ეცდება თუ არა გაყალბებას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხალხმა არჩევანი გააკეთა და მე ვურჩევდი მას, შეეგუოს, რადგან ხელისუფლებით არ იწყება ცხოვრება, მე მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება და ასევე უნდა მოიქცეს ისიც" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system