თავში

სააკაშვილს ბრიყვულად ეგონა, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცოდით - ირაკლი ღარიბაშვილი

სააკაშვილს ბრიყვულად ეგონა, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი
სააკაშვილს ბრიყვულად ეგონა, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცოდით - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და მისი დაკავების ოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით ექს-პრეზიდენტი ქვეყანაში აქციის გასამართად ჩამოვიდა. 

"მათი გეგმა იყო შემდეგი: სააკაშვილს ბრიყვულად ეგონა, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცოდით, არ გვჯეროდა მისი ჩამოსვლის, არ ვიცოდით მისი შემოპარვის შესახებ. ამ დროს ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, მისი ვითომ შემოპარვის ოპერაცია. იმდენად ბრიყვულად მოიქცა. აქცია დააანონსეს 3 ოქტომბერს, ანუ დღეს უნდა გამართულიყო აქცია თავისუფლების მოედანზე და ამ საღამოს, კულმინაციის დროს სააკაშვილი გამოჩნდებოდა როგორც მხსნელი. და იქ მოხდებოდა შოკი, ემოცია იქნებოდა უზარმაზარი, როგორ მოახერხა ამ დევნილმა კაცმა, მაშინ როცა ჩვენ „წესით“ ველოდებოდით თვითმფრინავით და ის საიდანღაც გაჩნდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system