თავში

"სააკაშვილს დავურეკე და ვთხოვე..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"სააკაშვილს დავურეკე და ვთხოვე..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
სააკაშვილს დავურეკე და ვთხოვე... - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"2013 წლის შემოდგომაზე უხერხულ მდგომარეობაში ჩავცვივდით.

მარგველაშვილის არჩევის შემდეგ, სააკაშვილი ისე წავიდა ქვეყნიდან დიპკორპუსს არ დაემშვიდობა (ნუ არც ჩვენ დაგვემშვიდობა, მაგრამ ეგ არ მანაღვლებდა). 

ამ თემაზე დავურეკე, ვთხოვე ჩამოსულიყო და გამოსამშვიდობებელი მიღება გაემართა დიპლომატებისთვის. ამასთან, ვთხოვე, რომ მარგველაშვილის ინაუგურაციას დასწრებოდა - ვთვლიდი, რომ ეგ სურათი ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოს დემოკრატიული ტრადიციისთვის, როდესაც წინა პრეზიდენტი, მომავლის ინაუგურაციას ესწრება. 

დიალოგიც მახსოვს, მარგველაშვილი დამსახურებულ უცენზურო ეპითეტებში ამოვგანგლე, მაგრამ სააკაშვილს ვუხსნიდი, რომ მარგველა როგორი არარაობაც არ უნდა იყოს, პრეზიდენტად აირჩიეს და რადგან ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის ტრადიცია შევქმენით, ახლა პრეზიდენტების ინაუგურაციის ცივილიზებული ტრადიციაც შევქმნათ, დავდგეთ არარაობებზე მაღლა და პატივი ვცეთ ინსტიტუტებს მეთქი. 

ჩამოვიდა, დიპლომატების მიღება გააკეთა, მაგრამ ინაუგურაციის წინა დღეს მოგვიტყდა - ეგ თხოვნა არ შემისრულა, როგორც ყველამ შენიშნეთ, მარგველას ინაუგურაციას არ დასწრებია. 

ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, მეგობრის რჩევა იყო, თუ მტრის, რასაც ვურჩევდით? 

პატრიოტის რჩევა იყო, თუ მოღალატის, რასაც ვურჩევდით? მე მგონია რომ ის რჩევა იყო, რაც პატრიოტ მეგობარს უნდა მიეცა, და ახლაც იგივეს ვურჩევდი დრო რომ დავაბრუნოთ, როგორი ისტერიკაც არ უნდა გაემართა.

მე მგონია, რომ კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს სურათი სადაც წინა პრეზიდენტი შემდეგის ინაუგურაციას ესწრება. მე მგონი რომ ეს სურათი დღევანდელ პროცესსაც სანდოობას შესძენდა. 

--------- მარგველაშვილი როდესაც პრეზიდენტი გახდა, მას ხელში ჰქონდა ინსტრუმენტი და შეეძლო თავისი წვლილი შეეტანა პოლიტიკური დევნის დასრულებაში. გასაგებია, რომ საბოლოოდ ივანიშვილის გადასაწყვეტი იყო, პოლიტიკური დევნა დასრულდებოდა თუ არა. ნებისმიერ შეწყალებას შეიძლება ახალი ბრალი და მსჯავრი მოყოლოდა. მაგრამ, მარგველაშვილის ხელიდან, სწორი სიგნალი გაშვებული იქნებოდა - ინსტიტუტის მხრიდან გამოჩენილი ნებისმიერი წინააღმდეგობა, ქართული დემოკრატიული ტრადიციის აგებაში დადებული აგურია! მაგრამ მაშინ მარგველაშვილს ეს არ აწყობდა - დემოკრატიული ტრადიცია არ ანაღვლებდა, სააკაშვილი მაშინ მტერი იყო. ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დემონსტრირება და ეროვნულ თანხმობაზე ფიქრი, მის პრიორიტეტებში არ შედიოდა მაშინ. 

დღეს, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, იმ ბიძინა ივანიშვილის, ვინც მარგველაშვილი პრეზიდენტად დასდო. თავად მარგველაშვილს, პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ, დევნის დასასრულებლად და პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად არაფერი გაუკეთებია. ახლა სააკაშვილი მედიის ყურადღების ცენტრშია და მარგველაშვილი მხრიდან მისთვის "პუტინის პატიმრის" ძახება არარელევანტურ მარგველაშვილს რელევანტურობას სძენს. მე ვერ ვხვდები, მის სიტყვებს ვინმე რატომ უნდა ენდოს? ------ მოკლედ, აი ესაა რის გამოც მეცინება ამ "ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე"! არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი". 

წერს სოციალურ ქსელში "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system