თავში

სააკაშვილს კლავენ ელექტრომაგნიტური გამოსხივებით - ჩალაძე

სააკაშვილს კლავენ ელექტრომაგნიტური გამოსხივებით - ჩალაძე
სააკაშვილს კლავენ ელექტრომაგნიტური გამოსხივებით - ჩალაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პალატასთან ახლოს დგას მანქანა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს.

მისივე თქმით, ამან შეიძლება გამოიწვიოს უმძიმესი დაავადებები და სიკვდილი. 

"ჩვენი ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს არის რუსულად, ჩვენი მთავრობისთვის გასაგებ ენაზე, ე.წ. "სისტემა კუპოლი", ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება მინიმუმ 100 მეტის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს დაავადებებს - სისხლის გათეთრებიდან დაწყებული, ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. დღევანდელი ჩვენი კადრებით, რასაც თქვენ ნახავთ, ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული გამოსხივება.

ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ეს იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობას და ეს იწვევს სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეუძლია მოკლას ყველა, ვინც კონკრეტულად ამ ფანჯრებთან, ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსში იმყოფება," - განაცხადა ჩალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system