თავში

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრები გრძელდება

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრები გრძელდება
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრები გრძელდება

პარლამენტში საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა, რომელზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეების შერჩევის საკითხები განიხილეს.

უმრავლესობამ სამუშაო ჯგუფის წევრებს შესთავაზა ინიციატივა, რომლიც თავმჯდომარის ორი მოადგილის ყოლას ითვალისწინებს, საიდანაც ერთი მოადგილე პროფესიული ნიშნით, ხოლო მეორე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან შეირჩევა.

როგორც შეხვედრის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრებმა განმარტეს, ორშაბათს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, საკითხის ირგვლივ მსჯელობა და დისკუსია კი სამომავლოდ საკომიტეტო მოსმენების ფორმატში გაგრძელდება.

"შევთანხმდით, რომ იქნება საკითხები რასაც საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში გადავიტანთ და შემდეგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ პრინციპული საკითხები პრაქტიკულად აღარ დარჩება შეუთანხმებელი. მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები რაც არის „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმების ერთგული რჩება და როცა საუბარია, რომ ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა ჰყავდეს, ეს იქნება გარანტირებული“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system