თავში

საარჩევნო სისტემას 5 თვეში ახალი ტესტი ელოდება - ნაცვლიშვილი

საარჩევნო სისტემას 5 თვეში ახალი ტესტი ელოდება - ნაცვლიშვილი
საარჩევნო სისტემას 5 თვეში ახალი ტესტი ელოდება - ნაცვლიშვილი

სულ რაღაც 5 თვეში ახალი ტესტი ელოდება საარჩევნო სისტემას. ამიტომ მთავარი ამოცანა არის ის, რომ ამ საარჩევნო რეფორმამ ნდობა მოიტანოს სისტემის მიმართ, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში ერთი ეტაპი განხორციელებულია, თუმცა სრულყოფილი, კომპლექსური საარჩევნო ცვლილებების მისაღებად მუშაობა და ბრძოლა გრძელდება. 

"ამ ეტაპზე შესაძლებელი გახდა მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმებაში აღნიშნული ამბიციური საარჩევნო რეფორმის მნიშვნელოვანი საკითხების გადმოტანა უკვე კანონში, თუმცა, რჩება მთელი რიგი საკითხები, რომელთა გაუმჯობესებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამბიციურმა საარჩევნო რეფორმამ რეალურად მიაღწიოს თავის მიზანს. ეს არის საარჩევნო პროცესის ნდობის დაბრუნება და რეალური, სამართლიანი, გამჭვირვალე, თანასწორუფლებიან გარემოსკენ წაყვანა იმ ვითარებისა, რომელიც იცით რამდენად პრობლემურია დღეს. სულ რაღაც 5 თვეში ახალი ტესტი ელოდება საარჩევნო სისტემას. ამიტომ მთავარი ამოცანა არის ის, რომ ამ რეფორმამ ნდობა მოიტანოს სისტემის მიმართ. ამის მხოლოდ ერთი ეტაპი განხორციელდა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, თუმცა, რჩება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები, სადაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ბრძოლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება სრულყოფილი, კომპლექსური საარჩევნო ცვლილებები მივიღოთ, რამაც ეს ნდობა უნდა უზრუნველყოს. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვენეციის კომისიის მეორე დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირება, ასევე საკომიტეტო ფორმატებში მუშაობა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system