თავში

საარჩევნო უბნიდან 3 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს

საარჩევნო უბნიდან 3 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს
საარჩევნო უბნიდან 3 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს

მორიგი ინციდენტი გლდანში - 45-ე საარჩევნო უბნიდან 3 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე მათ "დებოშის" მოწყობაში ადანაშაულებს.

დამკვირვებლებიდან ერთი "ქართული ოცნების", ორი კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.

"ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც დილიდან იყო მოსული, ჩასაფრებული და თავიდანვე მომართული, რომ შემოეტანა დესტაბილიზაცია, ერთ-ერთ რეგისტრატორს ჯერ სახაზავის გამო დაუწერა საჩივარი, მერე იმის გამო, რომ დროულად, 10 წუთის ვადაში ფორმა, სპეციალური შესავსები ვერ მივაწოდეთ. რამდენიმე საჩივარი დაწერა.

ყველა გავაძევეთ - "ქართული ოცნების" წარმომადგენელიც და ოპოზიციისაც," - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system