თავში

სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, თუ კვლავ შიმშილობას დაიწყებს - მინისტრის განმარტება

სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, თუ კვლავ შიმშილობას დაიწყებს - მინისტრის განმარტება
სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, თუ კვლავ შიმშილობას დაიწყებს - მინისტრის განმარტება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას ისევ დაიწყებს და მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექნება, ის პროტოკოლისამებრ, გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადავა.

ბრეგაძის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და გამონაკლისები არ არსებობს.

„ზოგადად ეს ასეა მიღებული ყველა პატიმართან მიმართებაში, რომ თუ კი შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემა შეიქმნას, არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე პატიმარი, სააკაშვილიც წინა შემთხვევის მსგავსად მე -18 დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი. წინა გადაყვანისას საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია გლდანის ჰოსპიტალში და ეს არის სტანდარტი, რომელიც ყველა პატიმართან მიმართებაში ვრცელდება. ბუნებრივია, კანონის წინაშე გამონაკლისი არ არის“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system