თავში

სად იყო და რატომ არ ჩანდა გახარია - განმარტება

სად იყო და რატომ არ ჩანდა გახარია - განმარტება
სად იყო და რატომ არ ჩანდა გახარია - განმარტება

"ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში", - ასე უპასუხა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ სად იყო და რატომ არ ჩანდა არჩევნების შემდეგ.

"ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრია საქმე და სამუშაო, ამიტომ გვიწევს რეგიონებში ხალხთან მუშაობა, თან განსაკუთრებული პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა და საკრებულოების დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები აი ამ საკანონმდებლო ორგანოებით, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system