თავში

სად იყრის კენჭს გიგი უგულავა 2020 წლის არჩევნებზე

სად იყრის კენჭს გიგი უგულავა 2020 წლის არჩევნებზე
სად იყრის კენჭს გიგი უგულავა 2020 წლის არჩევნებზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 2020 წლის არჩევნებზე კენჭს ზუგდიდში იყრის. ამის შესახებ უგულავამ პარტიის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

„ვაპირებ, თქვენი მხარდაჭერით ზუგდიდში ვიყარო კენჭი. ზუგდიდი არის ქალაქი და რაიონი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აწმყო, წარსული და, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ქვეყნის მომავალი. ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ჩვენს თანამოქალაქეებს. 

ზუგდიდმა გამოიარა ყველაზე მძიმე დღეები, დამოუკიდებლობის დღიდან, ზუგდიდმა უმასპინძლა და მიიღო ყველაზე მეტი დევნილი აფხაზეთიდან. ზუგდიდში ჩანს ჩვენი მოკვეთილი ხელი შეუიარაღებული თვალით, ჩვენ ყოველდღიურად ენგურს გადაღმა ვუყურებთ ჩვენი მოქალაქეების ტკივილსა და ოკუპაციის ცოდვას. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა“,- განაცხადა უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system