თავში

სად წავლენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მათი გადასაწყვეტია - ჩიხლაძე

სად წავლენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ
სად წავლენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მათი გადასაწყვეტია - ჩიხლაძე

სად წავლენ და სად ჩავლენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ეს მათი გადასაწყვეტია, "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკურ დღის წესრიგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით არასერიოზულია, რადგან მას მსგავსი განცხადება არაერთხელ აქვს გაკეთებული. 

"რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, ცოტა არასერიოზულად ვუყურებ ამ განცხადებას, იმიტომ, რომ ასეთი განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ბევრჯერ იყო გაკეთებული. უახლოეს მომავალში მისი ჩამოსვლა არ მგონია რაიმე რეალობასთან იყოს ახლოს. არ დაგვავიწყდეს, რომ გარკვეული სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და არ მგონია, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს იმედი ჰქონდეს მას", - განაცხადა ჩიხლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system